პროგრამის სახელწოდება:
კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები
პროგრამის ავტორები:
ლალი სურმანიძე, პროფესორი
ვლადიმერ გამსახურდია, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
სოციალური მეცნიერებების დოქტორი
სწავლების ენა:
ქართული
სადოქტორო პროგრამა „კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და იმიგრაციის კვლევები“ ეყრდობა თსუ-ის მისიას და მიზნებს. სადოქტორო პროგრამის მიზნებია:
მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა ჩამოყალიბება, რომლებსაც შეუძლიათ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, კულტურული პერსონოლოგიისა და იმიგრაციის კვლევების სფეროებში ახალი მეცნიერული ცოდნის გენერირება; აქტუალური თეორიული საკითხების დამუშავება, მათ შორის, უმაღლესი ფსიქიკური პროცესების კულტურული საფუძვლების შესახებ არსებული თეორიული მიდგომების ინოვაციური განვითარება.
მაღალკვალიფიციურ მკვლევართა მომზადება, რომლებსაც მულტიდისციპლინურ და ინტერდისციპლინურ მიდგომებზე დაყრდნობით შეუძლიათ სინთეზური კვლევითი სტრატეგიების/მეთოდების გამოყენება/შექმნა, ახალი სამეცნიერო იდეებისა და პრაქტიკული ინოვაციების შემუშავება, სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების მქონე დასკვნების გაკეთება ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებით;
პროფესიონალთა მომზადება მიგრაციული პროცესების სიღრმისეული კვლევისთვის, რომლებიც შეძლებენ იმიგრანტთა ადაპტაციური პროცესების თეორიულ მოდელირებასა და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეფექტური პოლიტიკის (policy) შემუშავებას;
უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური თანამდებობის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების მქონე, დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ინტერდისციპლინურად მოაზროვნე პედაგოგიური კადრების მომზადება, რომელთა საქმიანობა ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინური მეცნიერული აზროვნების განვითარებას საქართველოში.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და იმიგრაციის კვლევები“ სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ფსიქოლოგიის ან ანთროპოლოგიის რომელიმე დარგში/ქვედარგში;
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სოციალური, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული მეცნიერებების და მედიცინის რომელიმე დარგში/ქვედარგში;
დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია;
დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა (ცოდნის დამადასტურებული სერთიფიკატის წარმოდგენა, რომელიც აღიარებული უნდა იყოს თსუ-ის ენების შემსწავლელი ცენტრის მიერ ან თსუ-ს მიერ ორგანიზებული წერილობითი გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში);
დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელ სერთიფიკატს ან ჩააბარებს თსუ–ს მიერ ორგანიზებულ წერილობით გამოცდას ქართულ ენაში.
დოქტორანტობის კანდიდატს აქვს პოტენციური ხელმძღვანელის რეკომენდაცია/თანხმობა;
დოქტორანტობის კანდიდატს შემუშავებული აქვს კვლევითი თეზისი, რომელსაც წარადგენს სადოქტორო პროგრამაზე მიმღებ კომისიასთან;
დოქტორანტობის კანდიდატი წარსდგება გასაუბრებაზე სადოქტორო პროგრამაზე მიმღებ კომისიასთან.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და ემიგრაციის კვლევები (ინტერდისციპლინური)“ მობილობის წესით ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით (იხ. დანართი 1).
დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებში.
დოქტორანტი:
შემოქმედებითად და პრობლემურად იაზრებს თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, კულტურული პერსონოლოგიისა და ემიგრაციის კვლევების გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს; უახლეს მიღწევებზე დამყარებული სისტემური ცოდნის საფუძველზე, კრიტიკულად აანალიზებს ამ მიმართულებით არსებულ თეორიულ მოდელებსა და კვლევით მონაცემებს.
სისტემურად იაზრებს პროგრამის რელევანტურ სამეცნიერო სფეროებში არსებული ცოდნის ინტეგრირების შესაძლებლობებს ინტერდისციპლინურ სოციალურ-მეცნიერულ კვლევაში.
სიღრმისეულად აანალიზებს სინთეზური კვლევითი სტრატეგიების/მეთოდების სპეციფიკას და შემოქმედებითად იაზრებს თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიისა, კულტურული პერსონოლოგიისა და ემიგრაციის კვლევებში ფსიქოლოგიური კომპონენტის ინვესტირების ინოვაციურ შესაძლებლობებს.
შემოქმედებითად განიხილავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს ინტერდისციპლინური სწავლების მიზნების გათვალისწინებით.
თეორიულ პარადიგმათა კრიტიკულად გააზრებისა და შემოქმედებითი ხედვის საფუძველზე, საკვლევი სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, ქმნის და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით გამოიყენებს სინთეზურ, ინოვაციურ მეთოდოლოგიებს; ინტერდისციპლინური აზროვნებისა და კვლევის შედეგების საფუძველზე ახდენს ახალი ცოდნის გენერირებას.
ქმნის თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტების შესაბამის ახალ, სპეციალიზებულ, ინტერდისციპლინური ორიენტაციის სალექციო კურსებს.
მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამართულ დისკუსიებში და გამოდის როგორც კოლეგების, ისე ფართო საზოგადოების წინაშე.
პასუხისმგებლობას იღებს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე, სხვათა პროფესიული განვითარების მხარდაჭერაზე.
ხელმძღვანელობს და განახორციელებს განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, უახლეს მიღწევებზე დამყარებულ კვლევით პროექტებს.
ეფექტურად თანამშრომლობს და წარმართავს პროფესიულ კომუნიკაციას კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ეთიკური ნორმების დაცვით; ახდენს პლაგიატის თვითმონიტორინგს და იცავს კვლევის ეთიკურ სტანდარტებს.
ადამიანისა (სოციოჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო ორიენტაციის) და კულტურული სპეციფიკის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი და გამოყენებითი ცენტრები/ინსტიტუტები;
უმაღლესი სასწავლებლები;
სამთავრობო და კერძო სტრუქტურები, რომელთა ინტერესები მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს დინამიკის შესწავლას და სტრატეგიის შემუშავებას (ეკონომიკა, ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, განათლება, მედიცინა, მასმედია, პოლიტიკა, სამართალი, მომსახურების სფერო და ა.შ.);
მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზე/ფართო კონტექსტში წარმოჩენაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სტრუქტურები და ჯგუფები (მუზეუმები, საგამოფენო გალერეები).
იმიგრანტთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყოფილ იმიგრანტთა ინტეგრაციაზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები.